თუ ვინმე შეეცდება ჩაგითრიოთ თაღლითურ ქმედებებში ან გამოგძალოთ ინსაიდერული ინფორმაცია, აუცილებელია განაცხადოთ ამის შესახებ. მატჩის გაყიდვის საქმეში შესაძლოა ეჭვმიტანილი გახდეთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფლობდით ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ და არ განაცხადეთ.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი თანაგუნდელი, მწვრთნელი ან გუნდის მენეჯერ ჩართულია თაღლითურ ქმედებაში, საუკეთესო რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ის, რომ აცნობოთ ბულგარეთის კალათბურთის ფედერაციას. ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი, ჩვენ აუცილებლად გაგიწევთ სათანადო კონსულტაციას. ბულგარეთის კალათბურთის ფედერაცია და პოლიცია არ დაიშურებენ ძალისხმევას თქვენს დასაცავად.